1.პროექტის აღწერა.–გრიგოლ ხანძთელი
2.პროექტის მოკლე აღწერა–გრიგოლ ხანძთელის როლი საქართველოს ისტორიაში
3.პროექტის სრული აღწერა–სამწუხაროდ, საქართველომ თურქეთის ექსპანსიის გამო ტაო-კლარჯეთი მეთვრამეტე საუკუნეში დაკარგა.იქაური ძეგლები შედევრებია მაგრამ მათ მშობლიური მოვლა აკლია.ამიტომაც ბევრი მათგანი მოისპო,ხოლო დარჩენილები დაუყოვნებლივ ითხოვს შველას. ქართველს საუკუნეების განმავლობაში ამ მხარეში არ ჩაესვლებოდა.მართალია, დღეს შეიძლება ტურისტად ვეწვიოთ იქაურობას,მაგრამ არქეოლოგიური და სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარების უფლება არ გვაქვს. ჩვენი პროექტის მიზანია მოსწავლეებს გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის წარსული რათა მომავალმა თაობამ არ დაივიწყონ ქართველ წინაპართა როლი ჩვენი ქვეყნის წინაშე და იამაყონ იმ უნიკალური ძეგლებით რომელიც ააგო გრიგოლ ხანძთელმა ტაო-კლარჯეთში.
4.მონაწილეთა ასაკი–14-15
5.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში–მასალის მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით, ფოტო და ვიდეო მასალის მოძიება, დისკუსიები ჩანახატების შესრულება მიღებული შთაბეჭდილებების მიხედვით ფოტო მასალების შექმნა
6.სარგებელი სხვებისათვის–მოსწავლეები გაიგებენ მე–8 მე–9 საუკუნეების საქართველოს შესახებ, კერძოთ ტაო–კლარჯეთის სამეფოს შექმნას ბაგრათიონთა წარმოშობას და მათ როლს ტაო–კლარჯეთის სამეფოს შექმნაში. გაეცნობიან ბანას ხახულის ოშკის, პარხალის, ოთხთა ეკლესიას, ხანძთას, ოპიზას, და სხვა მონასტერთა შესახებ ინფორმაციას. გაიგებენ იმ პრობლემებს რომელიც არსებობს დღეს ტაო–კლარჯეთში, რომ ეს ტერიტორია ამჟამათ თურქეთის შემადგენლობაშია, რომ სწორეთღ აქ ჩაეყარა საფუძველი ბაგრატიონთა სამეფო დინასტიას. აქედან დაიწყო საქართველოს გაერთიანება, რომელმაც თამამის დროინდელ "ოქროს ხანამდე" მიგვიყვანა.
7. სამუშაო ენა–ქართული
8.საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი–
ისტორია–გაეცნობიან ისტორიულ მასალას ტაო–კლარჯეთის შესახებ ამ თემის ირგვლივ აწარმოებენ გამოკვლევას წყაოებზე დარდნობით და მცირე დროით გახდებიან ისტორიის მაძიებლები.
ლიტერატურა–სხვადასხვა საშუალებებით (ინტერნეტი წიგნები) სარგებლობის ჩვევის ჩამოყალიბება მსჯელობის უნარის განვითარება დისკუსიაში მონაწილეობა.
9,პროექტის ავტორი–ლია მარანელი თბილისის 83–ე საჯარო სკოლა
No comments:
Post a Comment